პროექტის მთავარი იდეა(თემა): მოსწავლეები გაეცნობიან
ინფორმაციას ცნობილი ადამიანების შესახებ (მწერლები,პოეტები,საზოგადო
მოგღაწეები) ,რომლებიც სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ ბათუმს;
პროექტის აქტუალობა: ამ თემის შესწავლით მოსწავლეები
გააცნობიერებენ, რომ ბათუმი არაერთი შემოქმედისათვის შთაგონების წყარო გამხდარა და მათ კი, თავიანთი დაუვიწყარი
კვალი დატოვეს ჩვენი ქალაქის ისტორიაში;
პროექტის მიზნები: კვლევის, კომუნიკაციისა და კრიტიკული
აზროვნების განვითარება; მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ამ ცნობილი ადამიანების შესახებ და გაეცნობიან მათ შემოქმედებასა და ცხოვრებას;
მონაწილეთა ასაკი:15 წელი.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები; ელექტრონული ჟურნალი „ადამიანის როლი საზოგადოებაში“,
შეიქმნება ბლოგი რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები; შეიქმნება ანგარიში;
პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი,
ბიბლიოთეკა;


პროექტის ხელმძღვანელი: თინათინ ბერიძე;
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:t.beridze2012.